თბილისის მუნიციპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის ,,თბილისი- 2016’’-ის ფერწერის ნომინაციაში გამარჯვებულ მხატვარს ლიკა შხვაცაბაიას შეხვდნენ.
ესპანეთში მოღვაწე ქართველი მხატვარი, რომელიც კონკურსში ,,თბილისი-2017“ მონაწილეობას მეორედ მიიღებს, ესპანეთში მცხოვრებ ქართველებში კონკურსის ცნობადობის გაზრდას საინფორმაციო კამპანით შეეცდება.
შეხვედრის დასასრულს, გიორგი ალიბეგაშვილმა და თამარ ტალიაშვილმა ფერმწერს საჩუქრად 2016 წლის კონკურსში გამარჯვებული და ნომინირებული ავტორების კრებული გადასცეს.
ლიკა შხვაცაბაიას არაერთი პერსონალური გამოფენა აქვს გამართული, ასევე მონაწილეობა სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენებშიც აქვს მიღებული.