"რუსეთ-საქართველოს ომის დოსიესთან" დაკავშირებით ევროპის საბჭოში ერთობლივი პოზიცია ჯერ კიდევ არ არსებობს.
ამის შესახებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა მევლუთ ჩაუშოღლუმ რუსეთში ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჩაუშორლუს განცხადებით, ევროსაბჭოს მონიტორინგის კომისიას "რუსეთ-საქართველოს ომის დოსიეს" შესახებ მუშაობას კვლავ აგრძელებს, თუმცა კომისიამ უახლეს მომავალში გადაწვეტილება უნდა მიიღოს "ამ მოხსენებას შემდეგ რა უყოს".
"აუცილებელია, რომ ყველა მხარემ შეასრულოს დოკუმენტი მისი პოლიტიზირების გარეშე", - აღნიშნა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომისიის წევრების ქართულ-რუსული დოსიეს დახურვასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
საკითხს კენჭისყრისას _ გაიყინოს თუ არა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგების განხილვის საკითხი - კომისიის 16 წევრი მომხრე აღმოაჩნდა, 16 კი წინააღმდეგი იყო.