იმ შემთხვევაში, თუ ვენესუელის ლიდერი ალტერნატიული პარლამენტის შექმნაზე უარს არ იტყვის, ვაშინგტონი კარაკასის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს აამოქმედებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. ამერიკის პრეზიდენტის მუქარას ნიკოლას მადურო უკვე გამოეხმაურა. ვენესუელის ლიდერი ე.წ. დამფუძნებელთა საბჭოს მოწვევაზე უარის თქმას არ აპირებს. ოპოზიცია მას დემოკტარატიაზე თავდასხმასა და დიქტატურაში ადანაშაულებს.