ევროსაბჭოს მომხსენებლები რუსეთის ფედერაციის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხების განსახილველად რუსეთს მომავალ კვირას ეწვევიან.
ამის შესახებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა მევლუთ ჩაუშოღლუმ რუსეთში მისი ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მომხსენებლები, რომლებიც რუსეთს მომავალ კვირას ეწვევიან რუსეთის მიერ ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულების მონიტორინგს განახორციელებენ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაცია ევროპის საბჭოს წევრი 1996 წელს გახდა.