თურქეთში საგანგებო მდგომარეობა მეოთხედ, კიდევ სამი თვით გახანგრძლივდა. გადაწყვეტილება ქვეყნის პარლამენტმა მიიღო. საგანგებო მდგომარეობა თურქეთში გასული წლის ივლისიდან, სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ მოქმედებს. საგანგებო ზომები ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციების სეზღუდვას, სამართალდამცველებს კი მასობრივი გამოსვლების შემთხვევაში დამატებით უფლებამოსილებებს ანიჭებს. ამის მიუხედავად, ქურთებით დასახლებულ ქალაქ დიარბაკირში ხელისულფების პოლიტიკის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია მოეწყო. დემონსტრანტები სამართალდაცმველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს.