საკრებულოს წევრმა, ნათელა მაჭავარიანმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა საირმეზე, პირველი ექსპერიმენტალური სკოლის ეზოში გარემოს დაცვის თემაზე პრესკონფერენცია გამართეს.
მაჭავარიანის განცხადებით, თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა საკრებულოში ბრძოლა ტყეების დაცვით დაიწყო, თუმცა შემდგომ სრულიად დაივიწყა ეს პრობლემა და მის მიერ გარემოს დაცვა მხოლოდ პიარკამპანიად იქცა. M
"მე კი ვაპირებ ბრძოლას არა პიარისთვის, არამედ შედეგისთვის", - განაცხადა მაჭავარიანმა.
როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, პრესკონფერენციის ადგილი, ტყის გაჩეხვის თემაზე, სიმბოლურად შეირჩა.
"წინასაარჩევნო პერიოდში ამ სკოლაში, რამდენჯერმე გავმართეთ პრესკონფერენცია არასამთავრობოებთან და მშობლებთან ერთად სკოლაში არსებული ბაღის გაჩეხვის შესახებ. ეს არის მაგალითი, ხელისუფლების დამოკიდებულებისა ქალაქის სიმწვანეებისადმი. ცნობისთვის, ეს გახლავთ სააკაშვილის სკოლა. სამწუხაროდ ჩვენი ბრძოლის მიუხედავად პატრიარქიის ბაღი გაჩეხეს და აშენებენ უსახურ შენობას", - განაცხადა მაჭავარიანმა.
ნათელა მაჭავარიანმა ისაუბრა ქალაქში არსებულ ხეების გაჩეხვის საკითხზეც:
"დიღმის ტყე-პარკი, რომელსაც საკრებულომ სტატუსი შეუცვალა და ინტენსიური მშენებლობა დააკანონა, საბედნიეროდ არასამთავრობოების ბრძოლის შედეგად სასამართლომ სტატუსი გააბათილა. ვერეს ხეობა - კერძო სახლების მშენებლობისთვის გაიცა ნაკვეთები და გაიჩეხა ტყე,ქვედა წყნეთი, რომლის გაჩეხვაც ისევ მიმდინარეობს და მაღალჩინოსნებს უკანონებენ ტერიტორიას. ჩემი Qქალაქის გამწვანება, ის საკითხია რომლის დაცვასაც ვაპირებ მე საკრებულოში, სწორედ ამიტომ შევედი გარემოს დაცვის კომისიაში", _ აღნიშნა მაჭავარიანმა.