ფინელმა ნუდისტებმა ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარეს. ქალაქ იოენსუს ტბაში ერთდროულად 789 შიშველმა ადამიანმა შეცურა. ნუდისტურ აქციაში მონაწილეობა ადგილობრივებს მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორებმა შესთავაზეს. ინიციატივას ასობით ადამიანი ხალისით გამოეხმაურა. წინა რეკორდი 2015 წელს ავსტრალიის ქალაქ პერტში დამყარდა. ანალოგიურ აქციაში მონაწილეობა 786-მა ადამიანმა მიიღო.