ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფების ლიდერის დაღუპვას არც ქურთი ამბოხებულები ადასტურებენ. ქურთების დაზვერვის ხელმძღვანელის, ლაჰურ თალაბანის მტკიცებით, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი 99 პროცენტით ცოცხალია და რაქაში იმყოფება. ანალოგიური განცხადება 2 დღის წინ ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა. უწყებაში განაცხადეს, რომ ალ-ბაღდადის დაღუპვის შესახებ მტკიცებულებები არ არსებობს.