ყარაბაღის კონფლიქტი, შესაძლოა ახალი ძალით გამწვავდეს, რადგან ის გეოპოლიტიკური თამაშების შედეგია, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი შიდაპოლიტიკურ საკითხებში ნოვრუზ მამედოვმა განაცხადა.
„მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი უკვე 25 წელზე მეტია გრძელდება, საერთაშორისოდ აღიარებული აზერბაიჯანის 20 პროცენტი კი სომხეთის მიერაა ოკუპირებული. შედეგად მილიონზე მეტი ადამიანი დევნილად და იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა. თუმცა რატომღაც სუსტდება მცდელობები პრობლემა „გაყინულ კონფლიქტად“ განვითარდეს. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ კონფლიქტი გეოპოლიტიკური თამაშების შედეგია“, - აღნიშნა მამედოვმა.
მისივე თქმით ვიდრე ეს თამაშები გაგრძელდება, შედეგები არ შეიცვლება.
„საქართველო, მოლოდვა და უკრაინა ამის თვალნათელი მტკიცებულებაა“,- აღნიშნა მამედოვმა და განაცხადა, რომ „გაყინული“ კონფლიქტი მთიან ყარაბაღში შესაძლოა ნებისმიერ მომენტში ახალი ძალით გამწვავდეს.
„საერთაშორისო შუამავლები მართალია მხარს უჭერენ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ რატომაღაც არჩევენ არ დაიკავონ ერთმნიშვნელოვანი პოზიცია. ჩვენ თანათავმჯდომარე ქვეყნებისგან და მთელი მსოფლიო საზოგადოებისგან ველოდებით კონკრეტულ ნაბიჯებს კონფლიქტის სამართლებრივი გზით მოსაგვარებლად“, - დასძინა მამედოვმა.