უკრაინის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ გროისმანის განცხადებით, უკრაინა უკრაინელებმა უნდა ააშენონ. ტელეარხ „112 უკრაინისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ადრე კიევი ამ პროცესში ზედმეტად რთავდა უცხოელებს.
„რაღაც პერიოდში ჩვენ უცხოელების ჩართვის ბოროტად გამოყენება დავიწყეთ. მივიჩნევ, რომ უკრაინა უკრაინელებმა უნდა ააშენონ და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია მოვიწვიოთ ესა თუ ის უცხოელი სპეციალისტი, რომელიც ცნობილია“, - აღნიშნა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ადრე მთავრობა ბევრ უცხოელს იწვევდა კონსულტაციებისთვის, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში უკრაინას დაუგროვდა საკუთარი გამოცდილება.