ცნობილი ამერიკელი რეჟისორი ჯორჯ რომერო 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. რეჟისორის გარდაცვალების მიზეზი ფილტვის კიბო გახდა. რომეროს კინოკარიერა გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. განსაკუთრებული პოპულარობა კი მას 1968 წელს გადაღებულმა ფილმმა „ცოცხალი მიცვალებულების ღამემ“ მოუტანა. ფილმი საშინელებათა ჟანრის კლასიკად იქცა.