იტალიაში ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა ტოსკანისა და ლიგურიის ტყის მასივში ცეცხლის სრულ ლიკვიდაციას სავარაუდოდ რამდენიმე დღე კიდევ დასჭირდება. ანალოგიური ვითარებაა სიცილიასა და სარდინიაშიც. ხანძრის გამომწვევი მეზეზი ანომალური სიცხე გახდა. ჰაერის ტემპერატურამ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ და ცენტრალურ რაიონებში 40 გრადუსს გადააჭარბა.