საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოსთან დაკავშირებით არსებულ დავებზე ინფორმაციის მიღების შეზღუდვის საკითხის განხილვა გადაიდო.
პარლამენტს რიგგარეშე სესიაზე პირველი მოსმენით უნდა განეხილა კანონპროექტი, "საქართველოს ზოგადადმინისტრაციულ კოდექსში" ცვლილებების შეტანის შესახებ, თუმცა კანონპროექტის ერთ ერთმა ავტორმა ლაშა თორდიამ მისი განხილვის გადადება მოიხოვა, არგუმენტად კი კონსულტაციების გაგრძელება დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის თანახმად სახელმწიფოს საერთაშორისო სასამართლოებსა თუ საარბიტრაჟოO სასამართლოებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია საჯარო აღარ იქნება.
კერძოდ, საქართველოს ზოგადადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავის მოქმედება, რომელიც საჯარო ინფორმაციის თავისუფლებას შეეხება, არ გავრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც საერთაშორისო საარბიტრაჟო უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო სასამართლოებში მათ მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მიმდინარე სამართალწარმოებასა და საქმეთა განხილვაში სახელმწიფო მონაწილეობასთან არის დაკავშირებული.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები დეპუტატები ლაშა თორდია, ჩიორა თაქთაქიშვილი და კახა ანჯაფარიძე არიან.
აღსანიშნავია, რომ ირაკლი ალასანიას გუნდის წევრებმა ეს საკითხი რამდენიმე დღის წინ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკრიტიკეს და საქართველოში დემოკრატიის დეგრადაციის მცდელობად შეაფასეს.