ვენესუელაში ოპოზიციის ინიცირებით ჩატარებული რეფერენდუმი მოსალოდნელი შედეგით დასრულდა. ამომჩეველთა უმრავლესობამ პრეზიდენტ მადუროს ინიციატივას, ალტერნატიული საკანონმდებლო ორგანოს შექმნის შესახებ მხარი არ დაუჭირა. რეფერენდუმში მონაწილეობა 7 მილიონ 200 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო. 6 მილიონ 400 ათასმა ამომრჩეველმა მხარი მადუროს ინიციატივის წინააღმდეგ მისცა.