პარლამენტში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა ძალოვანი მინისტრების გარეშე მიმდინარეობს.
პარლამენტის რიგარეშე სესიაზე, მთავარი საკითხი მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებაა. ამ წუთებში პრემიერ-მინისტრი პარლამენტს მთავრობის განახლებულ სამოქმედო გეგმას აცნობს.
აღსანიშნავა, რომ მინისტრთა კაბინეტი განახლებული შემადგენლობით, სურლადაა წარმოდგენილი, გარდა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებისა. ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი პარლამენტში არ მისულან, თუმცა მათ პარლამენტში ყოფნას რეგლამენტი ავალდებულებს.
მიუხედავად ამისა, საკითხის განხილვა მაინც მიმდინარეობს და საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან არანაირი განმარტება არ გაკეთებულა.
საპარლამენტო ოპოზიცია ამ ფაქტს უკვე აპროტესტებს.
"ეს პარლამენტის, პრემიერ-მინისტრის და მთლიანად მთავრობის შეურაცხყოფაა და იმის დადასტურებაა, რომ ქვეყანას რეალურად ორი მთავრობა ჰყავს. ერთი რომელიც დღეს პარლამენტშია წარმოდგენილი და მეორე ჩრდილოვანი მთავრობა", - აცხადებს ოპოზიციონერი გია ცაგარეიშვილი.
ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ ძალოვანი მინისტრების პარლამენტში არყოფნა, მაშინ როდესაც მათთვის ნდობის გამოცხადებას ეყრება კენჭი არის ჯერ კიდევ წინა პარლამენტში დანერგილი მანკიერი პრაქტიკის გაგრძელება.
უნდა აღინიშნოს, რომ სხდომას საქართველოს ტავდაცვის მინისტრყ ბაჩო ახალია ესწრება