ვენესუელაში ოპოზიციის მიერ ინიცირებული რეფერენდუმი მსხვარპლით დასრულდა. ერთ-ერთ უბანზე მომხდარი სროლისას ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. რეფერენდუმში მონაწილეობის მსურველებს პასუხი ერთ კითხვაზე უნდა გაეცათ, ლეგიტიმურად მიაჩნიათ თუ არა პრეზიდენტ მადურის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება. გამოკითხვის შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა. ოპოზიციის მიერ ორგანიზებული რეფერენდუმი პრეზიდენტის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლიებების შესახებ დანიშნულ კენჭისყრამდე ორი კვირით ადრე გაიმართა.