ირანის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის ძმა ჰუსეინ ფერეიდუნი ფინანსული დანაშაულის ბრალდებით დააპატიმრეს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა გოლიამ ჰუსეინ მოჰსენი ეჯეიმ განაცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტის ძმა პატიმრობაში მას შემდეგ აიყვანეს, რაც სამინისტროს მიერ დაწესებული გირაოს თანხა ვერ გადაიხადა. 2015 წელს ფერეიდუნი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი იყო. მანამდე კი, 2014 წელს ქვეყანაში მოქმედ ერთადერთ ებრაულ საავადმყოფოს შემოწირულობის სახით 400 ათასი დოლარი გადასცა.