თურქეთს ბევრი მტერიჰყავს, რომელიც ქვეყნის დაღუპვას ელოდება. ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არშემდგარი სამხედრო გადატრიალების წლისთავისადმი მიძღვნილ მიტინგზე განაცხადა.
„ძალიან ბევრი მტერი ელოდება თურქეთის დაღუპვას. მე რომ მათი ჩამოთვლა დავიწყო, ამას საერთაშორისო მასშტაბის კრიზისი მოჰყვება,“-აღნიშნა ერდოღანმა.