თავდამსხმელი, რომელმაც ეგვიპტის საკურორტო ქალაქ ჰურგადაში ტურისტები დაჭრა, „ისლამური სახელმწიფოს“ დავალებით მოქმედებდა. ამის შესახებ გამოცემა „ბილდი“ იტყობინება. ეგვიპტის ხელისუფლება ისლამისტებთან თავდამსხმელის კავშირს ამ დრომდე არ ადასტურებს. ჰურგადას ერთ-ერთ სასტუმროზე დანით შეიარაღებული ახალგაზრდა თავს უცხოელ ტურისტებს გუშინ დაესხა, რის შედეგადაც 2 გერმანელი ქალი დაიღუპა, 4 ტურისტი კი დაშავდა. ისინი სომხეთის, ჩეხეთისა და რუსეთის მოქალაქეები არიან. 28 წლის აბდელ რაჰმან შააბანი პოლიციამ დააკავა.