თურქეთის სურვილს, რუსული საზენიტო სისტემები შეიძინოს, ამერიკის თავდაცვის მდივანი ეხმაურება. ჯეიმს მეტისის თქმით, ეს თურქეთის სუვერენული გადაწყვეტილებაა.
„საკითხავი მხოლოდ ისაა, როგორ შეუთავსებს თურქეთი რუსულ კომპლექსებს ნატოს ტექნიკას. ფაქტია, რომ მათი შეთავსება პრაქტიკულად შეუძლებელია,“-აღნიშნა მეტისმა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქეთს რუსეთისგან С-400 ტიპის საზენიტო კომპლექსების შეძენა სურს, გასულ კვირას გავრცელდა.