რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სხდომა დროზე ადრე დაასრულეს. ამის მიზეზი სახურავიდან ჩამოჟონილი წყალი გახდა. ინციდენტისას სიტყვით დუმის ვიცე-სპიკერი ირინა იაროვაია გამოდიოდა, რომელიც დეპუტატთა რეაქციამ გააღიზიანა.
„არ ვიცი, რას უყურებთ ჭერში. სახურავიდან წყალმა ჩამოჟონა. რა გავაკეთო? არ გამიგია, ადამიანები ჭერიდან ჩამოსულ წყალს ასეთი ენთუზიაზმით შეჰყურებდნენ და ამით ერთობოდნენ,“-აღნიშნა იაროვაიამ.