არშემდგარი სამხედრო გადატრიალების ერთი წლის თავზე თურქეთში სამსახურიდან 7 ათასზე მეტი ადამიანი დაითხოვეს. მათ შორის 2303 პოლიციელი, 546 სამხედრო მოსამსახურე, 302 პედაგოგი და სხვადასხვა სამინისტროებში დასაქმებული 3 ათასამდე ადამიანია. სამხედრო გადატრიალება თურქეთში გასული წლის 15 ივლისს დაიწყო, თუმცა ხელისუფლებამ ამბოხის აღკვეთა შეძლო. ამის შემდეგ თურქეთში ასობით ათასი ადამიანი დააპატიმრეს ან სამსახურიდან დაითხოვეს.