საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შვეიცარიის საელჩოს საშუალებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტას გადასცემს
"1 ივლისს, ოკუპაციის ხაზის ფიჩორი-განმუხურის მონაკვეთზე თავს დაესხნენ ქართული პოლიციის საგუშაგოს, რომლის შედეგადაც ერთი ქართველი პოლიციელი დაიჭრა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მკაცრ პროტესტს რუსეთის საოკუპაციო ჯარისა და მათი მარიონეტების ქმედებათა გამო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით საქართველოში შვეიცარიის საელჩოს საშუალებით გადასცემს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტას", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 1 ივლისს, გამთენიისას ოკუპაციის ხაზის ფიჩორი-განმუხურის მონაკვეთზე ქართული პოლიციის საგუშაგოს თავს დაესხნენ. ქართველ სამართალდამცავებს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როცა ისინი საგუშაგოს სიახლოვეს პატრულირებდნენ. ერთდროულად რამდენიმე სახის იარაღიდან ისროდნენ. თავდამსხმელთა შორის იყვნენ სნაიპერებიც. ქართული მხარე პროვოკაციას არ აჰყვა და საპასუხო ცეცხლი არ გაუხსნია. ინციდენტის შედეგად ერთი ერთი ქართველი პოლიციელია დაჭრილი.