თურქეთში საგანგებო მდგომარეობა კიდევ 3 თვით გაგრძელდება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა. „როდესაც ამის შესაძლებლობა მოგვეცემა, საგანგებო მდგომარეობას გავაუქმებთ. ჯერჯერობით კი უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები ძალაში უნდა დარჩეს,"-აღნიშნა ილდირიმმა. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი თურქეთში არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ, გასული წლის ივლისიდან მოქმედებს.