ინდოეთში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ძლიერმა წყალდიდობამ და მეწყერმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციებში 83 ადამიანი იმსხვერპლა. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარეებმა 2 500-მდე სოფელი დატბორა. სტიქიით მიყენებული ზარალი მილიონობით დოლარს ითვლის.