სინგაპურში ხიდის ჩანგრევას მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა ერთი და დაშავდა 10 ადამიანი. უბედური შემთხვევის გამო ხელისუფლებამ სარკინიგზო-სატრანსპორტო მშენებლობების დროებით შეჩერება გადაწყვიტა. წინასწარი ვერსიით, უბედური შემთხვევა საყრდენი და დამჭერი მექანიზმების წყობიდან გამოსვლამ გამოიწვია. ინციდენტის გამოძიება უკვე დაწყებულია.