თუ გაერო ფხენიანის წინააღმდეგ სანქციებს მხარს დაუჭერს, ჩრდილოეთი კორეა შესაბამის ზომებს მიიღებს. ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა. ახალ სანქციებზე რეზოლუციის მიღების ინიციატივით შეერთებული შტატები გამოვიდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ფხენიანმა გასულ კვირას კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა.