გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, მიგრანტთა კრიზისის ეპიცენტრი არა იტალია, არამედ ლიბიაა, საიდანაც ხმელთაშუა ზღვის გავლით იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 1 400 ადამიანი გადავიდა. რამდენიმე დღეში 9 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც რეგულარულად უწევენ ორგანიზებას საერთაშორისო წყლებში სამაშველო ნავების ოპერირებას, 11 პუნქტიან გეგმას წარუდგენენ. გეგმა უსაფრთხოების ნორმებისა და კოორდინაციის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.