საფრანგეთის შეიარაღებული ძალების დაფინანსება მომავალი წლისთვის მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მისივე თქმით, თავდაცვის ბიუჯეტი 2018 წელს 34,2 მილიარდ ევროს შეადგენს. აქედან 650 მილიონი ევრო ქვეყნის ფარგლებს გარეთ წარმოებულ ოპერაციებს მოხმარდება.