ბრიტანელი წყვილის მცდელობა, „ბინძური ცეკვების“ ცნობილი ილეთი შეესრულებინათ, წარუმატებლად დასრულდა. შერონ და ენდი პრაისებმა საქორწილო ცეკვის რეპეტიცია სომერსეტის საგრაფოში მოაწყვეს. შერონი 9 მეტრის დისტანციიდან გაიქცა და ქმარს შეახტა, თუმცა ენდი პატრიკ სუეიზივით ძლიერი ვერ აღმოჩნდა. ის და მისი საცოლე წაიქცნენ და გონება დაკარგეს. წყვილი საავადმყოფოში მოასულიერეს. მარცხის მიუხედავად, 50 წელს გადაცილებული წყვილი აცხადებს, რომ ჩანაფიქრს სისრულეში მაინც მოიყვანენ და შემდეგ ჯერზე ილეთი აუცილებლად გამოუვათ.