ესპანეთში ანომალური სიცხეა. ჰაერის ტემპერატურამ ქვეყნის სამხრეთ პროვინციებში შესაძლოა 46 გრადუსს გადააჭარბოს. რეკორდი სავარაუდოდ ანდუხარის პროვინციაში მოისხნება, სადაც დღეს 46,6 გრადუსს ელიან. გაუსაძლისი სიცხის გამო ესპანეთის 12 პროვინციაში საფრთხის ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული.