მოსკოვის სამხედრო სასამართლომ ბორის ნემცოვის მკვლელობაში ბრალდებულ ზაურ დადაევს 20 წლით თავისუფლების აღკვეთაა მიუსაჯა. ის სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის. სასამართლომ დადაევს 100 000 რუბლის გადახდაც დააკისრა და ლეიტენანტის წოდება და სიმამაცის ორდენიც ჩამოართვა. მოსკოვის სამხედრო სასამართლოზე, ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ ნემცოვის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ყოფილი ოფიცერი ზაურ დადაევი და მასთან ერთად კიდევ 4 ბრალდებული დამნაშავედ 29 ივნისს ცნო. ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოსკოვის ცენტრში მოკლეს.