ნიუ იორკში ვირთხებთან საბრძოლველად 32 მილიონი დოლარი გამოყვეს. შესაბამისი განკარგულება ქალაქის მერმა ბილ დი ბლაზიომ გასცა. სექტემბრიდან ამერიკულ მეგაპოლისში ნაგვის კონტეინერების შეცვლა დაიწყება. შენობების სარდაფებში კი ბეტონის იატაკს დაასხამენ. მღრღნელებთან ბრძოლის გააქტიურების გადაწყვეტილებმა ქალაქის მერმა მას შემდეგ მიიღო, რაც ვირთხებმა სამხრეთ რაიონებში ეპიდემია გაავრცელეს. 2014 წლის მაჩვენებლით, ნიუ იორკში ორ მილიონზე მეტი ვირთხა ბინადრობდა.