ერაყის არმიის ჯარისკაცებმა მოსულში ათობით ისლამისტი დაატყვევეს. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები სამოქალაქო ფორმებში იყვნენ გადაცმულნი და ადგილობრივ მოსახლეობაში შერევას ცდილობდნენ. მოსული ერაყის არმიამ ისლამისტებისგან გასულ კვირას გაათავისუფლა. მასშტაბური სამხედრო ოპერაცია 10 თვეს გრძელდებოდა.