მალტაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონეს. გადაწყვეტილება პარლამენტმა მიიღო. ცვლილებები შევიდა კანონშიც "ქორწინების შესახებ". ამოიღეს ტერმინები "ქმარი", ცოლი", "დედა" და "მამა". ისინი სიტყვებით -მეუღლე და მშობელი შეცვალეს. 2016 წლის დეკემბერში მალტა პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, სადაც ჰომოსექსუალიზმის გამო მკურნალობის დანიშვნა კანონით აიკრძალა.