დემოკრატი კონგრესმენები ბრედ შერმანი და ელ გრინი დონალდ ტრამპის იმიჩმენტს ითხოვენ. ამის შესახებ გამოცემა "ინდეპენდენტი" იტყობინება. კონგრესმენებმა შესაბამისი განცხადებით წარმომადგენლობითი პალატის იურიდიულ კომიტეტს მიმართეს. იმპიჩმენტის გამოცხადების მოტივი ამერიკულ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევა გახდა. კონგრესმენები საკანონმდებლო ორგანოში ამ საკითხზე განხილვის დაწყებასაც ითხოვენ. აშშ კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის წევრი, დემოკრატი ელ გრინი პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვი სიმპიჩმენტის გამოცხადების ინიციატივით მაისშიც გამოვიდა.