საფრანგეთის პრეზიდენტს რასიზმში ადანაშაულებენ. ამის მიზეზი მის მიერ დიდი ოცეულის სამიტზე გაკეთებული განცხადება გახდა. კოტდივუარელი ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამდენი ქვეყანა ჩაერთვება აფრიკის დახმარების პროგრამის რეალიზებაში, მაკრონმა შემდეგი პასუხი გასცა: „როდესაც ამ ქვეყნებში ერთ ქალზე 7-8 ბავშვი მოდის, რაც უნდა ბევრი მილიარდი დავხარჯოთ, სტაბილიზაციას ვერ მივაღწევთ.“