მოსკოვი ტრამპისგან დათმობებზე წასვლას არ ელის. ამის შესახებ კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„პრეზიდენტ პუტინს მისთვის კომპრომისები არ უთხოვია და არც მოსკოვში ელის ვინმე, რომ ტრამპი რაიმე დათმობაზე წავა. კომპრომისებისთვის არც ჩვენ ვართ მზად,“-აღნიშნა პესკოვმა.