Jamiroquai ვიდეომიმართვას ავრცელებს.
ბრიტანულმა ბენდმა ვიდეომიმართვაში ქართველ მსმენელს მიმართა, "გამარჯობა, საქართველო! როგორც იცით, მე მალე ჩამოვდივარ. გადღეგრძელებთ. მალე ვნახავთ ერთმანეთს".
ცნობისთვის, ბრიტანული ჯგუფი კონცერტს ბათუმში 28 ივლისს გამართავს. კავკასიის რეგიონში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც „გრემის“ ლაურეატმა ჯგუფმა კონცერტის ჩატარების სურვილი თავად გამოთქვა.
ჯაზ-ფესტივალის პროგრამაშია ჯოს სთოუნის და ამერიკული ტრიო „დე ლა სოულის“ საღამო.