ჰამბურგში რუსეთის 6 მოქალაქეა დაკავებული. პოლიციის ინფორმაციით, ისინი მოწყობილ მასობრივ უწესრიგობებში იღებდნენ მონაწილეობას. მათ ბრალად სხვადასხვა სახის დანაშაულის ჩადენას უყენებენ, რისთვისაც ხანგრძლივი პატიმრობა ელით. მასობრივი არეულობები ანტიგლობალისტებმა ჰამბურგში დიდი ოცეულის სამიტის მსვლელობისას მოაწყვეს. შეტაკებების შედეგად ასობით სამართალდამცველი დაშავდა.