იაპონიაში სტიქიისას დაკარგულებს ეძებენ. სამაშველო სამუშაოებში 2 ათასამდე მაშველი და სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. ბოლო მონაცემებით, ძლიერმა წყალდიდობამ და მეწყერმა ფუკუოკას და ოიტას პროვინციებში 25 ადამიანი იმსხვერპლა, 22 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.