დონალდ ტრამპის ვაჟი ირწმუნება, რომ რუს იურისტთან მისი შეხვედრის შესახებ მამამ არაფერი იცოდა. ვრცელი ინტერვიუ უმცროსმა ტრამპმა „ფოქს ნიუსს" მისცა. მისი თქმით, ნატალია ვესელნიცკაიასთან შეხვედრა დროის ტყუილად დაკარგვა იყო, რადგანაც რუს იურისტს მისთვის ჰილარი კლინტონის მაკომპრომენტირებელი მასალები არ გადაუცია. სკანდალში ტრამპის ვაჟი მას შემდეგ გაეხვა, რაც გამოცემა „ნიუ იორკ ტაიმსმა“ ვესელნიცკაიასთან მისი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ამის შემდეგ უმცროსმა ტრამპმა დაადასტურა, რომ რუს იურისტს 2016 წელს ნამდვილად შეხვდა. ჩვენების მიცემა ტრამპის ვაჟს სენატის დაზვერვის კომიტეტისთვის მოუწევს, რისთვისაც ის მზადყოფნას გამოთქვამს.