სან-ფრანცისკოს აეროპორტში სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური კატასტროფა შეიძლებოდა მომხდარიყო. ავიაკომპანია ეარ კანადის თვითმფრინავი დაშვებისას საფრენ ბილიკს აცდა და სხვა ზოლზე გადავიდა, სადაც კიდევ 4 თვითმფრინავი იდგა. დისპეტჩერებმა პილოტის შეჩერება დროულად შეძლეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.