ებრაელმა სამხედროებმა ორი პალესტინელი მოკლეს. ინციდენტი ჯენინის ლტოლვილთა ბანაკში მოხდა. ებრაული მხარის მტკიცებით, ბანაკის ტერიტორიაზე შესვლისას სპეცრაზმელებს ცეცხლი გაუხსნეს, რის გამოც ისინი იძულებულნი გახდნენ, საპასუხო ცეცხლი გაეხსნათ. ერთ-ერთი თავდამსხმელი, 22 წლის პალესტინელი ადგილზე დაიღუპა, მეორე, 17 წლის მოზარდი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.