უკრაინელმა სამხედროებმა ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში რუსეთის კიდევ 2 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო „კორესპონდენტი“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, რუსები ლუგანსკში გოროდიშეს საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან დააპატიმრეს. ერთ-ერთ მათგანს სამხედრო ბილეთი აღმოაჩნდა. მეორე კი სავარაუდოდ ლუგანსკელ სეპარატისტთა დაქირავებული მებრძოლია. ამ დრომდე ტყვეობაში იმყოფება რუსი სამხედრო მოსამსახურე ვიქტორ აგეევი, რომელიც ლუგანსკში უკრაინელმა სამხედროებმა 24 ივნისს აიყვანეს. ის რუსეთის შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტორად მსახურობდა.