სირიაში კიდევ ერთი რუსი სამხედრო დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მრჩეველი ნიკოლაი აფანასოვი ჰამაში დაბომბვას ემსხვერპლა. რუსეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას 2015 წლის სექტემბრიდან ატარებს. ამ დროის განმავლობაში სირიაში დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობამ 34-ს მიაღწია.