ხვალ, 2 ივლისს, პარლამენტი მთავრობას და მთავრობის სამოქმედო პროგრამას ნდობას რიგგარეშე სესიაზე გამოუცხადებს. მანამდე კი მთავრობის ახალი წევრების შეხვედრები საპარლამენტო ფრაქციებთან და კომიტეტებთან გაიმართება. ამის შესახებ გადაწყვეტილება 30 ივნისს ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს.
მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრები და მთავრობის განახლებული სამოქმედო პროგრამა ბიუროს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა გააცნო.
"მთავრობის საქმიანობა არის ცოცხალი პროცესი, განსაკუთრებით კი ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით და ეს პროცესი გარკვეულ ცვლილებებს ითხოვს", - განაცხადა გილაურმა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა კი განაცხადა, რომ მთავრობის პროგრამა მისაღებია და ამ პროგრამას ისევე როგორც მთავრობის შემადგენლობას მხარს დაუჭერენ.