შეერთებულმა შტატებმა ტაადის ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა გამოსცადა. ალიასკაზე განთავსებულმა სისიტემამ ჰავაიდან გაშვებული საცდელი რაკეტა წარმატებით გაანეიტრალა. ამერიკული მხარის განმარტებით ექსპერიმენტის ჩატარება ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მომავალი საფთხის გამო გახდა აუცილებელი. ოფიციალური ფხენიანი ბალისტიკური რაკეტების გამოცდას სისტემატიურად ატარებს.