ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საოლქო კომისიის რამდენიმე წევრს უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყვიტა. ამის შესახებ ცესკოში გადაწყვეტილება დღეს გამართულ სხდომაზე მიიღეს. 
სხდომაზე კომისიამ №14 დედოფლისწყაროს, №49 თერჯოლის, №63 აბაშის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს პირადი განცხადებების საფუძველზე ვადამდე შეუწყვიტა უფლებამოსილება. 
ვაკანტური ადგილების დასაკავებლად გამოცხადდა კონკურსი. საბუთების მიღება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 11 ივლისის ჩათვლით იწარმოებს.