გუდაუთას პროკურატურაში რუსი ტურისტის მკვლელობისა და მისი ოჯახის გატაცების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. 1984 წელს დაბადებულ ანდრეი კაბანოვს სასიკვდილო ჭრილობა გულ-მკერდის არეში მიაყენეს. ტურისტების ჯგუფს თავს მდინარე ააპსტასთან ორი შეიარაღებული პირი დაესხა. კაბანოვმა მძარცველებს წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც ის სასიკვდილოდ დაჭრეს. თავდამსხმელებმა ქალი და ორი ბავშვი გაიტაცეს, რომლებიც სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს, თუმცა მძარცველების დაკავება ვერ მოხერხდა.